KA

ხალდეს მაცხოვრის ეკლესია

ხალდეს მაცხოვრის ეკლესია მესტიის მუნიციპალიტეტში, ხალდეჭალის ხეობაში ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტაძარი სოფელ ხალდეში დგას. XIX საუკუნის ეს ძეგლი ფიქალი ქვითაა ნაშენი და დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

დღევანდელი ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია იდგა. ძველი ეკლესია მაშინ დანგრეულა, როდესაც ხალდეს 1875-1876 წლების აჯანყების დროს სოფელი მიწასთან გაასწორეს.  

თანამედროვე ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარი და კანკელი ახალია. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი კარნიზის ქვები ახალი ნაგებობის დეკორისთვისაა  გამოყენებული. დასავლეთ კედელში გვხვდება თაღოვანი შესასვლელი. ნაწილობრივაა შემორჩენილი ინტერიერისა და ექსტერიერის ბათქაში.

ტაძარში ინახება წმინდა გიორგის X საუკუნის მცირე ზომის ჭედური ხატი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა