KA

თევზაობა ხანჩალის ტბაზე

ხანჩალის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1928 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა მოქცეულია ხანჩალის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

ტბის დახასიათება

ხანჩალის ტბის ფართობია 13,3 კმ², მაქსიმალური სიღრმე - 0,8 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალი მაქსიმალურ დონეს გაზაფხულის ბოლოს აღწევს. ხანჩალის ტბას სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ათამდე მცირე შენაკადი უერთდება.

თევზის სახეობები

ხანჩალის ტბაზე დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

ტბაში ბინადრობს: ტბის კალმახი, კავკასიური ქაშაყი, მტკვრის წვერა, კარჩხანა, ევროპული ჭაფალა, კობრი და სხვა. 

თევზჭერა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტბებზე 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების - „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად რეგულირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა