KA
Kharagauli Historical Museum

ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ქვის, თიხის, ბრინჯაოს, რკინის სხვადასხვა სახის არტეფაქტები, ძვ.წ. II-I ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაულები, უძველესი ფულის მონეტები, საეკლესიო ნივთები - ყველაფერ ამას და კიდევ ბევრ სხვა საგანძურს ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ნახავ.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ხარაგაული

ხარაგაულის ისტორია

ხარაგაული უძველესი მსოფლიოს ნაწილია. აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებშია დაცული. 

ხარაგაულის ისტორია ზედა პალეოლითის ხანიდან იწყება და საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ არტეფაქტების დიდი ნაწილი საქართველოდან გატანილია, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდსაცავსა და საექსპოზიციო დარბაზებში 10 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც იმერეთის ამ ნაწილის, ქვეყნისა თუ მსოფლიოს ისტორიას პირველწყაროდან გაგაცნობს.  

კიდევ რას ნახავ მუზეუმში?

მუზეუმში, რომელიც 1978 წელს დაარსდა, გამოფენილია ისტორიული და ეთნოგრაფიული ნიმუშები, ქვის ხანიდან დაწყებული - გასული საუკუნით დამთავრებული. განსაკუთრებით საინტერესოა ბრინჯაოსგან  ჩამოსხმული, წნული ორნამენტებით შესრულებული ვერძის მინიატიურული ქანდაკება, რომელიც ძვ.წ. VII-V საუკუნეებით თარიღდება. აქ ასევე წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ვერცხლის ქამრები, ხანჯლები, ქართველი მხატვრების სკულპტურული, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

საინტერესოა, რომ მუზეუმში კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში წარმატებული ხარაგაულელების განყოფილებაც ფუნქციონირებს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა