KA

ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

იმერეთის პატარა ქალაქი ხონი ყველაზე მეტად მათ მიიზიდავს, ვინც ფეოდალური ხანით, ნუმიზმატიკით, საბრძოლო იარაღითა და ძველი ბეჭდური წიგნებითაა დაინტერესებული.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ხონი

რას ნახავ ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

ქალაქის ტერიტორიაზე გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარიც არის აღმოჩენილი, თუმცა მუდმივი დასახლებები აქ ფეოდალურ ეპოქაში გაჩნდა და ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც 1950 წელს გაიხსნა, მეტწილად სწორედ ფეოდალური ხანის კოლექციებია წარმოდგენილი. 

აქ დაცულია კოლხური ცულების, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები; გამოფენილია ხონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი „კოლხური თეთრის“ – ფულის ქართული ერთეულის 1270 ნიმუში, ბიზანტიური და თურქული მონეტების მნიშვნელოვანი ნაწილი.

აქვეა XIX- XX საუკუნეების დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალაც – საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX საუკუნეების საბრძოლო იარაღი, ხელნაწერები და ძველი ბეჭდური წიგნები.

მუზეუმში საინტერესო ადგილი უკავია XIX საუკუნეში ქალაქის ეკონომიკური განვითარების ისტორიას, კერძოდ - თამბაქოს ბაზრობას, რომელიც ხონში 50-იან წლებში ფუნქციონირებდა, ასევე - აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადებას, რომლის უმსხვილესი ცენტრიც ხონი გახლდათ.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა