KA
Long history of little rocks of Khotevi Archangel Church

ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, რომელიც თავისი ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. ნიკორწმინდიდან ამბროლაურისკენ მიმავალ გზაზე კი ერთ პატარა ისტორიულ სოფელს - ხოტევს შეხვდები.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესიის ისტორია

XI საუკუნეში სოფელი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იყო, რაზედაც XVII საუკუნის ციხესიმაგრის, ხოტევის ციხის ნანგრევებიც მეტყველებს. ციხის პირდაპირ მთავარანგელოზის ეკლესიაა, რომელიც ხოტევში, მთების სიმწვანეში, შუა საუკუნეებში აუშენებიათ და ის იქაურ თავადებთან, წულუკიძეებთან არის დაკავშირებული.   

ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკები

თავდაპირველად თლილი ქვით აგებული ეკლესია უგუმბათო ყოფილა, შიგნიდან კი ის მთლიანად მოუხატავთ. მისი ფრესკების შესახებ ცნობილი მეცნიერისგან, მარი ბროსესგანაც ვიგებთ. იგი წერს, რომ ეკლესიაში მერაბ წულუკიძის, მისი მეუღლის - მარეხის, დათუნა წულუკიძისა და ლოლაძის ქალის ფრესკებიც ყოფილა. დროთა განმავლობაში ტაძრის ფრესკები დაზიანდა, საბჭოთა პერიოდში კი ტაძარი მთლიანად გაანადგურეს, თუმცა ზოგიერთ ქვას მხატვრობის კვალი დღემდე ატყვია. 

საბჭოთა ეპოქაში განადგურდა ეკლესიის წარწერები და ასევე ქვები, რომლებიც კომუნისტებს სკოლის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ. დღესდღეობით ტაძრის ქვებიდან მხოლოდ ერთია შემორჩენილი, რომელზედაც წარწერა შეიმჩნევა, დანარჩენი კი შეუბრუნებიათ და კედლები ისე ამოუყვანიათ. მსგავსი წარწერები ძალიან საინტერესოა ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან ისინი, როგორც წესი, ტაძრის მშენებლების შესახებ გვიყვებიან. ამჟამად ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია მოქმედია და ნიკორწმინდის ეპარქიას მიეკუთვნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა