KA
Khoshtaria Palace in Sujuna - Italian Renaissance Architecture in Georgia

ხოშტარიას სასახლე სუჯუნაში

სასახლე, რომლის ისტორია გულგრილს არავის დატოვებს, იტალიელმა არქიტექტორებმა 1915 წელს ააგეს და დასავლეთ საქართველოში, აბაშიდან 6 კმ-ის დაშორებით, სოფელ სუჯუნაში მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
კურორტი
სუჯუნა

ხოშტარიას სასახლის ისტორია და სტრუქტურა

სუჯუნა ერთ-ერთი პირველი ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის, მებაღე-დეკორატორისა და ნავთობმრეწველის აკაკი ხოშტარიას  მშობლიური სოფელია, სასახლე კი საკუთარ დედას - ვარდიკო ავალიანს აუშენა. 

იტალიური რენესანსის სტილში აგებულ შენობაში ათი ოთახია. ორნამენტებით მორთული გარე ფასადი დღემდე შენარჩუნებულია. 

ინტერიერში საუკუნოვან ისტორიას მხოლოდ ჭერი ინახავს - საბანკეტო დარბაზი ღვინის, ვაზის, ყურძნისა და ყანწების ორნამენტებით არის გაფორმებული. მუსიკალური სალონის ჭერზე კი მუსიკალური საკრავების გამოსახულებებია; 

საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა აკაკი ხოშტარიას სასახლე წაართვეს და ემიგრაციაში წასვლა აიძულეს. იმ პერიოდში სასახლეც გაძარცვეს და ეზოში დარგული, ევროპიდან ჩამოტანილი, იშვიათი ჯიშის ხეებიც მოჭრეს. ახლა სასახლის ეზოში ენდემური ჯიშის მცენარეები ხარობს.

აკაკი ხოშტარია 1932 წელს პარიზში გარდაიცვალა. ის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალული სამი ქართველიდან ერთ-ერთია, თუმცა დღეს ამ დიდებული ადამიანის საფლავი დაკარგულია. 

2014 წლიდან სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა