მდინარე ხრამის ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სახელწოდება ხრამი კი კლდოვან, ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს.
მდინარე ხრამი უმეტესად თოვლით საზრდოობს და ზოგიერთ მონაკვეთში სარწყავადაც გამოიყენება.
ხრამის ხეობაშია წალკის (დაშბაშის) და სამშვილდის ცნობილი კანიონები, რომლებიც კარგად აჩვენებს რეგიონის გეოლოგიურ განვითარებას. ეს კანიონები განსაკუთრებით მიმზიდველია როგორც სათავგადასავლო, ისე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის კუთხით.
ხრამის ხეობა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა - სოფელ დაღეთთან გამოქვაბულთა კომპლექსი „მუგუთის ქვაბები“ მდებარეობს. აქ 26 გამოქვაბულია და დიდი ნაწილი გვიან ბრინჯაოს ხანაში უკვე არსებობდა.
და კიდევ ერთი საინტერესო ადგილი - მდინარე ხრამზე საქართველოში ფართობით უდიდესი და ულამაზესი წალკის წყალსაცავია გაშენებული, რომელიც ცნობილია მეთევზეთა ტურნირებით თევზაობის სხვადასხვა სახეობაში.