KA
Jambakur-Orbeliani Palace

ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე

თუ გაინტერესებს, როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ფეოდალური ოჯახები საქართველოში, მაშინ მდინარე ქსნის მარჯვენა სანაპიროზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ჯამბაკურ-ორბელიანების XVIII-XIX საუკუნეების სასახლე უნდა მოინახულო.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

სასახლის სტრუქტურა

სასახლის პირველ სართულზე უზარმაზარი საწნახლები და რამდენიმეტონიანი ქვევრებია განლაგებული, მეორე სართულზე - დარბაზები და საძინებლები, მესამეზე კი ვერანდაა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. გალავნის შესასვლელთან კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სასახლის გალავანში კი - ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სადაც ანჩისხატად წოდებული ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, რომელიც 1686 წელს თბილისში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. 

სასახლის ისტორია

1924 წელს ბოლშევიკებმა ლამისყანის სასახლიდან 9 ურემი წიგნი და ხელნაწერები, „ბეკერის“ შავი როიალი, თეთრი პიანინო, ძვირფასი ავეჯი და ჭურჭელი გაიტანეს, დაცარიელებულ შენობაში ჯერ - კომუნა, შემდეგ კი კოლმეურნეობის გამგეობა განათავსეს. სხვადასხვა დროს აქ ფოსტა, ამბულატორია და სამშობიარო ბლოკი იყო. წმინდა გიორგის კარის ეკლესიაში კი მოსავალს ინახავდნენ.  

1986 წელს სასახლეში მუზეუმი გაიხსნა. მისი ექსპონატები XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, დოკუმენტურ, ფოტომასალას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. აქაა პოეტ დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიციაც, სასახლის ძველი მეპატრონეების საგვარეულო ჭურჭელი და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა