KA
Jaji Lakes

ჯაჯის ტბები

ამ პატარა ტბების ნაპირზე ყველაფერია საუკეთესო დასვენებისთვის: ჯანსაღი ჰაერი, ულამაზესი ალპური ბუნება და მტკნარი ტბის გამჭვირვალე წყალი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების საუკეთესო საშუალებაა.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ორი ტბა მდებარეობს: დიდი ჯაჯის ტბა (2655 მ სიმაღლეზე, ტბის სარკის ფართობი 0,01 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ) და პატარა ჯაჯის ტბა (2630 მ სიმაღლეზე, სარკის ფართობი 0,007 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ.)

მთებს შორის მოქცეული ტბები თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. აქედან მთელი თავისი დიდებულებით მოჩანს მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო. ცნობისათვის: მესხეთის ქედზეა განლაგებული გურიის საუკეთესო კურორტები - ბალნეოლოგიური ნაბეღლავი, კლიმატური ბახმარო და გომისმთა. ჯაჯის ტბები საუკეთესო ადგილია კემპინგისთვის, ფეხით ან ცხენებით ლაშქრობისთვის. ერთ-ერთი საინტერესო მარშრუტია ჩოხატაური-სურები-მეფისწყარო-ჯაჯის ტბა.

თუ დაუვიწყარ თავგადასავლებს ეძებ, ჯაჯის ტბების მონახულება მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილება იქნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა