KA
Jvaris Mama

ჯვარის მამა

ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე - კოტე აფხაზის №41-ში აღმართულია გუმბათოვანი, აგურით ნაშენები ტაძარი, რომელიც XVI საუკუნისაა და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ტაძრის ისტორია

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას ეკლესია პირველად V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო, რომელსაც „გოლგოთა“ ეწოდებოდა;  

ეკლესია იერუსალიმის მონასტრების მონაზონთათვის აშენდა. მათ შორის იყო წმინდა ჯვრის მონასტერი, შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც „ჯვარის მამა“ დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა. 

ის უძველესი ეკლესია XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის ჯარმა დაანგრია. არსებული ნაგებობა XVI საუკუნითაა დათარიღებული.

ფასადები მოკრძალებულად, აგურში გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებებით არის მორთული. ეკლესიის ფრესკები კი საბჭოთა პერიოდში შეუთეთრებიათ. 1983 წელს „ჯვარის მამის“ მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია განხორციელდა. 1989 წლიდან მოყოლებული კი ტაძარი კვლავ მოქმედია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა