KA

ჯომარდობა ფშავის არაგვზე: მაღაროსკარი - თვალივი

მდინარე არაგვზე ჯომარდობა შთამბეჭდავი თავგადასავალია, ფშავის არაგვზე მაღაროსკარი-თვალივის მარშრუტი კი ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული საჯომარდო მონაკვეთია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ადგილმდებარეობა

მაღაროსკარი-თვალივის მარშრუტი გადის დუშეთის მუნიციპალიტეტზე, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ ნაწილზე, მდინარე მაღაროულასა და ფშავის არაგვის შესართავთან.

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ მაღაროსკარში, ზღვის დონიდან 920 მეტრზე და მთავრდება სოფელ თვალივში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. 

მარშრუტის სიგრძე 14 კილომეტრია და მის დაფარვას 80 წუთი სჭირდება. 

მარშრუტის სირთულე და სეზონურობა

მარშრუტის სირთულე შეფასებულია მე-3 კატეგორიად (საშუალო) - სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები; სჭირდება გამოცდილი მანევრირება. 

აღნიშნულ მარშრუტზე საჯომარდო სეზონი აპრილიდან სექტემბრის ჩათვლითაა.

საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში +20-დან +30 გრადუსამდეა.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელი მაღაროსკარი ქალაქ დუშეთიდან 38 კილომეტრით არის დაშორებული. ცენტრალური ავტოსადგურიდან ყოველდღე, დღის პირველ ნახევარში გადის მიკროავტობუსი. ასევე შეგიძლია, ტრანსპორტით მომსახურებაზეც შეუთანხმდე ჯომარდობის ორგანიზატორებს.

უსაფრთხოება 

ნავი

ჯომარდობა ხორციელდება 4/6/8-კაციანი  ნავებით.

აღჭურვილობა

ინსტრუქტორები მოგცემენ სამაშველო ჟილეტსა და ჩაფხუტს. სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი, თერმოზედატანი და სპორტული შარვალი, რომელიც დასველებისას არ დამძიმდება. თან არ იქონიო არაწყალგამძლე  ნივთები.

ასაკი

აღნიშნულ მარშრუტზე ჯომარდობაში მონაწილეთა მინიმალური ასაკია 14 წელი.

რა უნდა იცოდეს დამწყებმა

ნავს ახლავს პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელსაც ყურადღებით უნდა უსმინო მთელი პროცესის განმავლობაში, რათა სწორად შეასრულო მისი მითითებები.

ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი. 

სასარგებლო ინფორმაცია

ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, ნაღდი ფულით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა