თუშეთის ეროვნული პარკი | Georgia Travel


თუშეთის ეროვნული პარკი

თუშეთის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 180 კილომეტრში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. 

თუშეთის დაცული ტერიტორიების 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე  და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. 

 

ტურისტული სეზონი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

 

ვიზიტორთა ცენტრი: თუშეთი, სოფ. ქვემო ომალო




სხვა აქტივობები