მაჭახელას ეროვნული პარკი | Georgia Travel


მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

 

ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები,  ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები. თავად პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი, მარტივი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო მარშრუტი, რომლებიც ვიზიტორებს მურყანის კორომებში, წიფლისა და წაბლის ტყეებში გასეირნების გარდა, მთავარანგელოზის მთიდან ქალაქი ბათუმის, მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავის ულამაზეს ხედებს სთავაზობს.

 

აქ შეგიძლიათ ნახოთ წაბლის, წიფლის და მურყანის ტყეები, თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები, მთვარანგელოზის მთიდან ქალაქ ბათუმის, მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავის ულამაზესი ხედები. მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზსონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე.

 

ვიზიტორთა ცენტრი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი




სხვა აქტივობები