KA
Atskuri Fortress

აწყურის ციხე

მიუდგომელ კლდოვან კონცხზე 1000 წლის წინათ აგებული ეს მასშტაბური ნაგებობა საუკუნეების განმავლობაში ბორჯომის ხეობის საიმედო მცველი გახლდათ. ამ ციხის ხანგრძლივი ისტორია კი XI-XIX საუკუნეებს მოიცავს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

სად მდებარეობს აწყურის ციხე?

აწყურის ციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან მდებარეობს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაჰყურებს. 

კლდის რთული რელიეფი მაქსიმალურადაა ათვისებული, ამის გამო ნაგებობის სტრუქტურაც არასტანდარტულია. 

აწყურის ციხის არქიტექტურა

აწყურის ციხე ბევრჯერ დაინგრა, როგორც მიწისძვრების, ისე ომების გამო, მაგრამ ის ბევრჯერ აღადგინეს, რადგან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. სწორედ ამის გამო, დღეს ციხის კედლებზე რამდენიმე სამშენებლო ფენაა შემორჩენილი.

დღემდე შემორჩენილია მდინარე მტკვართან გამავალი ვიწრო გვირაბიც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ მტერს გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ მოეხერხებინა ადვილად ციხის აღება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა