KA
Balda Canyon Natural Monument

ბალდის კანიონი

საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით. ამის საუკეთესო მაგალითია სამეგრელო, სადაც დახავსებულ ხეობას, ფირუზისფერ წყალსა და ხელუხლებელ ველურ ბუნებას იხილავ. ეს ყველაფერი კი მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშისწყალზე არსებული ბალდის კანიონის სახით დაგხვდება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

ბალდის კანიონის ბუნება

დღეს აბაშისწყლის კანიონებიდან ძალიან პოპულარულია მარტვილის კანიონი, თუმცა მარტვილს არაფრით ჩამორჩება სოფელ მეორე ბალდასთან მდებარე ეს ხეობა. ბალდის კანიონის სიგრძე ერთი კილომეტრი და 400 მეტრია. აქ მდინარეში ცურვაც შესაძლებელია, რაც დაუვიწყარი გამოცდილებაა მათთვის, ვისაც ამ ულამაზესი ხეობის უკეთ გაცნობა სურს. 

ხეობაში ხშირად მოდიან კაიაკებით და შემდეგ აბაშისწყალზე ეშვებიან, რის გამოც ბალდის კანიონს უამრავი ადამიანი სტუმრობს. 

აბაშისწყალში თევზაობაც შესაძლებელია. ნაპირზე კი მრავლადაა ადგილები კარვების გასაშლელად. აქ ადგილობრივებს საპიკნიკე ტერიტორიებიც აქვთ მოწყობილი. 

როდის უნდა ესტუმრო ბალდის კანიონს

ბალდის კანიონი ბალდის მამათა მონასტრიდან 200 მეტრში მდებარეობს, სადაც სამანქანო გზით მიხვალ. 

კანიონს შეგიძლია წლის ნებისმიერ დროს ესტუმრო, თუმცა, ბუნებით ტკბობის გარდა, თუ თევზაობა, ცურვა და კაიაკებით გასეირნება გსურს, აჯობებს, აქ გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოხვიდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა