KA

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დედოფლისწყაროს დიდი ხნის ისტორია აქვს. ადგილის სახელი, ლეგენდის თანახმად, ქართველთა საყვარელ მეფეს - თამარს უკავშირდება, რომელსაც აქ წყაროს წყალი დაულევია და ისე მოსწონებია, რომ უბრძანებია, ეს წყალი ხორნაბუჯის ციხემდე მილებით მიეყვანათ. ქალაქ დედოფლისწყაროში 1975 წელს გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 12 000 უნიკალურ ექსპონატს აერთიანებს. ეს სიძველეები ამ რეგიონის ისტორიაში გამოგზაურებს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

რას ნახავ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

მუზეუმის არქეოლოგიურ დარბაზში გამოფენილია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს საგნები (ძვ.წ. VI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე), ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები (VI ს.), ასევე ქართული მონეტები; 

ეთნოგრაფიულ დარბაზში კი ნახავ ესთეტიკურად გამორჩეულ, ხელით ნაქსოვ ფარდაგებს, ხურჯინებს, ფიანდაზებს; ოქრომკედით ნაქარგ ყაჯარს - ცხენის საზურგეზე დასაფარებელს; საყოფაცხოვრებო ნივთებს და XX საუკუნის ქართველ მხატვართა ფერწერულ ნამუშევრებს.

ბერლინისა და ჰალეს არქეოლოგიური ინსტიტუტები მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციები არიან.

მუზეუმი ცხრა ძმის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა