KA
Dusheti Local Museum

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დუშეთში მოგზაურობისას მის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს თუ ესტუმრები, ნახავ საგანძურს, რომელიც შენ თვალწინ გააცოცხლებს ამ ადგილების უძველეს ისტორიას.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

რას ნახავ დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

ეს პატარა მუზეუმი 9484 ექსპონატს ინახავს. მუზეუმში ძირითადად დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე; XIX ს-ის ქართული ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ნივთები; ქსოვილების ნიმუშები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები; ხალხური სამოსელი და აქსესუარები; კერამიკის ჭურჭელი, მათ შორის - მოჭიქული კერამიკის ნიმუშები; ძვ.წ. VIII საუკუნით დათარიღებული საბრძოლო და შრომის იარაღები; XX ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამარ–ხანჯლები.

მუზეუმი 1949 წელს დაფუძნდა, 2008 წლიდან კი დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა