KA
Borjghalo Ethnographic Museum

ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“

ერთი ადამიანის მიერ გახსნილ მუზეუმში ყოფილხარ? ისეთში, სადაც ყველაფერი ამ ერთი ადამიანის მიერაა შექმნილი? დიდი თუ პატარა ნივთი, რეალური ზომების ხელსაწყოები თუ სათავსები? ასეთ რამეს ბათუმში შეხვდები, შარაშიძის #14-ში. 3000 კვ.მ-ზე განთავსებულ ამ უნიკალურ სივრცეს ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ ეწოდება, მისი შემქმნელი კი ერთი აჭარელი კაცი, ქემალ თურმანიძეა.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

რას ნახავ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ბორჯღალო“?

ცხრამეტრიანი ბუნებრივი ჩანჩქერი, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მაკეტები, ხალხური რეწვისა და ხეზე კვეთის ნიმუშები, აგრარული მეურნეობისა და ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები, სხვადასხვა ასაკისა და სქესის მანეკენები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესაფერის სამოსში გამოწყობილები „ასრულებენ“ - ეს ზოგადი ჩამონათვალია იმისა, რაც „ბორჯღალოში“ შეიძლება ნახო.  

მიუყვები გამწვანებულ გარემოში გაჭრილ ბილიკებს, ათვალიერებ ეზოში გაგორებულ ქვევრებს, ხის შენობების კედლებზე ჩამოკიდებულ ურმის ბორბალს და შრომის იარაღებს, ფანჯარაში ხელსაქმით დაკავებული ქალი (მანეკენი) ჩნდება და ყურში აჭარული ფოლკლორის ჰანგები ჩაგესმის... 

„ბორჯღალოს“ კარი ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა შეაღო, რადგან ეს ყველაფერი ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა