KA

ველოტური - კოჯორი-კუს ტბა

კოჯორი -კუს ტბის ველოტური საშუალო სირთულისაა. ბილიკებით სარგებლობა ნებისმიერი დონის ველომრბოლელს შეუძლია.

მარშრუტის სპეციფიკა

დაბა კოჯორი თრიალეთის ქედის განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისიდან აქამდე 9 კმ-ია, რომელსაც ერთ საათში დაფარავ.

ტრასის სიგრძე 7 კმ-ია. მისი ბილიკები უძოს მონასტრის ტერიტორიიდან იწყება და კუს ტბამდე ეშვება.   

ამ მონაკვეთზე შესაძლებელია სხვადასხვა ბილიკით დაშვება, როგორც სწრაფი მონაკვეთებით ჩამოსვლა, ისე ნელი და ტექნიკური სეგმენტებით. 

აქაური მთის კლიმატი ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნოა. ამასთანავე, კოჯრის პლატოდან გარემოს ლამაზი ხედები იშლება. აქ ორი მნიშვნელოვანი ძეგლი დგას - უმშვენიერესი კოჯრის ციხე და უძოს მონასტერი. 

რა უნდა გაითვალისწინო

სანამ ტურს დაიწყებ, შეამოწმე, წამოიღე თუ არა სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.

კოჯორი - კუს ტბის ველოტურის გამართვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, უთოვლო ზამთარშიც კი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა