კურორტი ბაკურიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. პირველი სათხილამურო ბაზა აქ 1932 წელს გახსნეს. დღეს დაბას უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრის სტატუსი აქვს.
ბორჯომიდან ბაკურიანამდე 15 კმ-ია, მანქანით 20 წუთის სავალი. აბონემენტს ყიდულობ დიდველის საბაგიროს სალაროში და გეზს გონდოლებისკენ იღებ. ზედა სადგურზე, გონდოლებიდან ხელმარცხნივ გადმოსვლის შემდეგ იწყებ დაშვებას. ტრასის სიგრძე 2 კმ-ია.
ბაკურიანში, ისევე, როგორც ბორჯომში, წიწვოვანი ტყეები, ჟანგბადით სავსე ჰაერი და ულამაზესი ხედებია.
სანამ ბილიკს დაადგები, შეამოწმე, წამოიღე თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, წყალი და აფთიაქი.
ველოტურისთვის ბაკურიანი - მეორე ტრასა ნებისმიერი დროა მისაღები მას შემდეგ, რაც კურორტზე სეზონი გაიხსნება.