ტური დაბა ფასანაურიდან იწყება და შავი არაგვის ხეობას მიუყვება გუდამაყრის მიმართულებით. ბილიკის სიგრძე 70 კმ-ია.
მარშრუტი მრავალფეროვანია. გზად გვხვდება ჭიუხის მასივი და უღელტეხილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლოკალური მთათა მასივი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიონზე. განსაკუთრებით ლამაზია ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი სოფელი ჯუთა. ის ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე სნოსწყლის ხეობაში მდებარეობს.
განსაკუთრებულად ლამაზია აბუდელაურის ფერადი ტბები - მწვანე, ლურჯი და თეთრი, რომლებიც ხევსურეთში, ჭიუხის უღელტეხილთან, სოფელ როშკის სიახლოვეს მდებარეობენ, 2600 მეტრ სიმაღლეზე.
როშკიდან მარშრუტი სოფელ ბარისახოში ჩადის და სრულდება.
ტურის განმავლობაში ხანგრძლივი შესვენება შესაძლებელია სნოში, როშკასა და ბარისახოში.
შეამოწმე, სრულყოფილია თუ არა შენი აღჭურვილობა. მარშრუტზე დაგჭირდება: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
ველოტურის დაგეგმვა უმჯობესია ივლისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის დასაწყისამდე პერიოდში, პირველი თოვლის მოსვლამდე.