ვეფხვის კანიონი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია და მასში საფეხმავლო მარშრუტია მოწყობილი. ჯავახეთი კი საქართველოს გასაოცარი მხარეა, სადაც, ტურისტული სანახაობების დიდი არჩევანია.
მარშრუტის დაწყებამდე გირჩევ ახალქალაქში შეჩერდე და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს ესტუმრო, სადაც შეგიძლია იქირაო კარავი, საძილე ტომარა, ველოსიპედი და სხვა აღჭურვილობა. აქვე მოგცემენ რუკებს და გაგიწევენ რეკომენდაციებს.
საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 15 კილომეტრია, რომლის გავლაც ერთ დღეშია შესაძლებელი. ბილიკი საშუალო სირთულისაა, ამიტომ მის გასავლელად კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოსო.
მარშრუტი სოფელ პატარა ხანჩალთან, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე იწყება. თუკი ამ სოფელში ივნისის პირველ კვირა დღეს ჩახვალ, ძალიან ლამაზ ყვავილების ფესტივალსაც შეესწრები.
სოფელ პატარა ხანჩალიდან კანიონის შესასვლელთან შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით მისვლა.
ბილიკი კანიონის დასაწყისიდან ჯერ მარჯვნივ მიემართება და ვეფხვის კანიონის აღმოსავლეთ ქედს აუყვება, შემდეგ მარცხნიც უხვევს და კანიონში ეშვება. აქედან მარშრუტი უკან, ბილიკის დასაწყისისკენ, ბრუნდება და მდინარის გასწვრივ მოძრაობს. მარშრუტის უმაღლესი წერტილი 2800 მეტრია. კანიონში საბანაკე ადგილსაც შეხვდები.