KA
2024-12-12T12:42:42.000000Z
ზამთრის სათხილამურო კურორტები საქართველოში

ზამთრის სათხილამურო კურორტები საქართველოში

საქართველო, თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.
სარჩევი

საქართველოს მთების კალთებზე განლაგებული სათხილამურო კურორტები - გუდაური, ბაკურიანი, თეთნულდი, ჰაწვალი და გოდერძი. თითოეული კურორტი უნიკალური ატმოსფეროთი, ინფრასტრუქტურითა და სათავგადასავლო შესაძლებლობებით გამოირჩევა.

გუდაური: ალპური ზონის ზამთრის კურორტი

კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე მდებარე გუდაური საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტია. თბილისიდან მხოლოდ ორი საათის სავალზე მდებარე კურორტი მთელი წლის განმავლობაში იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებს.

გუდაურის განსაკუთრებული მიმზიდველობა მის ალპურ ზონაში მდებარეობას უკავშირდება. კურორტი არ გამოირჩევა ხშირი ტყის საფარით, რაც მოთხილამურეებს უსაფრთხო და თავისუფალი სრიალის საშუალებას აძლევს. აქ განთავსებული 20 სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს აღწევს, ნებისმიერი დონის მოთხილამურეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.

სეზონი გუდაურში დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გრძელდება, თუმცა საუკეთესო პერიოდად იანვარ-თებერვალი ითვლება. თანამედროვე საბაგირო სისტემა, რომელსაც საათში 11,000-მდე მოთხილამურე გადაჰყავს, რაც მინიმუმამდე ამცირებს რიგებს და აადვილებს მთაზე გადაადგილებას.

ბაკურიანი ოჯახური დასვენებისთვის

ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1,700 მეტრზე მდებარე ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტია. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული კურორტის კურორტის ისტორია 1932 წლიდან იწყება, როდესაც აქ პირველი სათხილამურო ბაზა გაიხსნა.

დღეს კი ბაკურიანში სამი განსხვავებული სირთულის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სათხილამურო ტრასაა. კოხტა-მიტარბის ზონა განსაკუთრებით პოპულარულია პროფესიონალ მოთხილამურეებში, ხოლო დიდველის ტრასები იდეალურია დამწყებთათვის.

ბაკურიანის უნიკალურობა მის მრავალფეროვნებაშია. აქ შეგიძლიათ დღე დაიწყოთ სათხილამურო სრიალით, შემდეგ ისეირნოთ წიწვოვან ტყეში, გაისეირნოთ ცხენით ან სცადოთ სნოუბორდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული ატრაქციონი ,,ტობოგანი" - 960 მეტრის სიგრძის სამთო ციგა, რომელიც ვიზიტორებს უნიკალურ და ექსტრემალურ გამოცდილებას სთავაზობს.

კურორტზე სათხილამურო სეზონი დეკემბერში იწყება და  აპრილამდე გრძელდება, თუმცა ბაკურიანი მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველი ადგილია. ზაფხულში აქ შეგიძლიათ დატკბეთ სუფთა მთის ჰაერით, დაგეგმოთ ლაშქრობები და მოაწყოთ ველოტურები.

სვანეთის თანამედროვე სათხილამურო კურორტები

5000 მეტრიანი მწვერვალებით გარშემორტყმული სვანეთი სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ორ უნიკალურ კურორტს სთავაზობს - თეთნულდსა და ჰაწვალს. ეს რეგიონი არა მხოლოდ შთამბეჭდავი სამთო ლანდშაფტით, არამედ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ხანგრძლივი სასრიალო სეზონითაც გამორჩეულია.

თეთნულდის სათხილამურო ტრასები

თეთნულდი ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, 9.5 კილომეტრიანი  სათხილამურო ტრასით იწონებს თავს. კურორტი თეთნულდი განსაკუთრებით მიმზიდველია თავისუფალი სტილით სრიალის მოყვარულთათვის, რადგან გაუკვალავ თოვლში სასრიალო შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა. თანამედროვე საბაგირო სისტემა და კარგად მოვლილი ტრასები კი როგორც დამწყები, ისე გამოცდილ მოთხილამურეებისათვის სრულიად უსაფრთხოა. 

ჰაწვალის სათხილამურო ტრასები

ჰაწვალი, მესტიიდან მხოლოდ 8 კილომეტრში მდებარეობს და აქედან, უშბის, თეთნულდისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი ხედებით, სვანეთის უმშვენიერესი პანორამა იშლება. კურორტი ჰაწვალის განსაკუთრებული მახასიათებელია ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც დამსვენებლების გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

სვანეთის სათხილამურო კურორტები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ზამთრის აქტივობები კულტურულ გამოცდილებას შეუთავსოს. დღის განმავლობაში სრიალის შემდეგ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სვანური კოშკები, დააგემოვნოთ ავთენტური სვანური სამზარეულო და გაიზიაროთ ადგილობრივი ტრადიციები.

გოდერძი: სამთო-სათხილამურო დასვენება აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე მდებარე გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სათხილამურო კურორტია. ადგილის განსაკუთრებული მიმზიდველობა მის მდებარეობაშია - აქ შეგიძლიათ ერთდროულად ისიამოვნოთ მთისა და ზღვის სიახლოვით.

კურორტი გოდერძი განსაკუთრებით საინტერესოა თავისუფალი სტილით სრიალის მოყვარულთათვის. ზღვასთან სიახლოვის გამო, აქ ხშირად თოვს, რაც მაღალი ხარისხის, ფაფუკ თოვლის საფარს წარმოქმნის. კურორტზე მოწყობილია თანამედროვე საბაგირო სისტემა, მათ შორის 6-ადგილიანი საბაგირო და 8-ადგილიანი გონდოლა, რომლებიც მთის მწვერვალამდე გადაადგილდება.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2,364 მეტრია. კურორტი მოწყობილია როგორც საშუალო სირთულის, ისე რთულ ტრასებს.

გოდერძის კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელი მშვიდი გარემოა - აქ ნაკლები ხალხმრავლობაა, რაც საშუალებას გაძლევთ მეტად დატკბეთ სრიალითა და შთამბეჭდავი ბუნების ხედებით. დეკემბრიდან აპრილამდე სეზონი კი საუკეთესო პირობებს ქმნის ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის.

პრაქტიკული რჩევები თოვლიანი თავგადასავლისთვის

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენების დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკვანძო რჩევა, რომელიც თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

საუკეთესო სეზონი თითოეული კურორტისთვის განსხვავებულია: გუდაურსა და თეთნულდში იანვარ-თებერვალი ითვლება იდეალურ პერიოდად, ხოლო ბაკურიანში სეზონი დეკემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. გოდერძის უნიკალური მდებარეობა კი ხშირად უფრო ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს განაპირობებს.

უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სათანადო აღჭურვილობის ქონა: სათხილამურო ჩაფხუტი, სათვალე, წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ხელთათმანები. ყველა კურორტზე ფუნქციონირებს აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები, თუმცა პიკურ სეზონზე წინასწარი დაჯავშნა რეკომენდებულია.

მთაში უსაფრთხოებისთვის აუცილებელია პროფესიონალი გიდის ან ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დამწყებთათვის და იმ მოთხილამურეებისთვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამინდის პროგნოზის წინასწარ შემოწმება და სამაშველო სამსახურის ნომრების ხელთ ქონა. უსაფრთხოების მიზნით, დამწყებთათვის რეკომენდებულია სრიალი პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით დაიწყონ.

მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ მაღალ მთაში ამინდი სწრაფად იცვლება. ამიტომ, კარგია თუ გექნებათ მოქნილი გეგმა და რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემთხვევაში, გაითვალისწინებთ როგორც ზამთრის აქტივობებს, ასევე ალტერნატიულ გართობის საშუალებებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა