მარტვილის ზიპლაინი 2 ხაზისგან შედგება. ზიპლაინი ეშვება ტყის მასივში, კანიონებს შორის.
დაშვებას სჭირდება 30-35 წამი.
მარტვილის ზიპლაინით სარგებლობა შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში.
მარტვილის კანიონის ზიპლაინი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებით. ადგილზე გამოცდილი ინსტრუქტორები მუშაობენ.
არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, რათა დაშვებისას მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 130 კგ.