KA
Triala Lakes

თრიალას ტბები

სამცხე-ჯავახეთში, მთა თლილის ფერდობზე, დაბურულ ტყეში ერთმანეთის მიყოლებით ორ მცირე და ერთ დიდ ტბას იპოვი და მათ თრიალას ტბებს უწოდებენ. ამ ულამაზეს ადგილს შეგიძლია რამდენიმე დღითაც ესტუმრო და თუ ველური ბუნება გხიბლავს, თან კარავი და ანკესი გაიყოლო. აქ წყლის პირას თევზაობა და მშვიდი დასვენება საოცარი გამოცდილება იქნება.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ადიგენი

როგორ გამოიყურება თრიალას ტბები წელიწადის სხვადასხვა დროს?

ტბები ზღვის დონიდან 1620 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ძირითადად თოვლის ნადნობი წყლითა და წყაროს წყელბით საზრდოობს, შესაბამისად, ტბები ყველაზე წყალუხვი გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულშია. გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე კი შესაძლოა დამშრალიც დაგხვდეს. ზამთარში ტბები იყინება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზედაპირზე სიარული არასაკმარისი სისქის ყინულის გამო სახიფათოა. 

როგორ მოხვდები თრიალას ტბებთან?

Ტბები ახალციხიდან 33 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მათთან მისვლა სხვადასხვა მხრიდანაა შესაძლებელი. 27 კილომეტრი ასფალტიანი გზაა, ბოლო 2 კილომეტრი კი განსაკუთრებულად ცუდი და გრუნტიანია, სადაც მსუბუქი მანქანები ვერ გადაადგილდებიან. უმოკლესი გრუნტის გზა სოფელ იჯარეთიდან მიდის. გზის საპირისპირო მხარეს კი მესხეთის თვალუწვდენელ ქედზე შთამბეჭდავი ხედები იშლება.

უკეთესი საავტომობილო გზა სოფელ ლელოვანს გაივლის, თუმცა გაითვალისწინე, რომ ამ შემთხვევაში მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა