KA

თხოპრას კანიონი

ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს სამეგრელო საკმაოდ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. ამ მხარეში განსაკუთრებით პოპულარულია კანიონინგი და თუ მართლაც გინდა, ადგილობრივი ველური ბუნების შესაძლებლობები იხილო, თხოპრას კანიონს უნდა ესტუმრო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

სად მდებარეობს თხოპრას კანიონი

თხოპრას კანიონი სოფელ სალხინოდან 7 კილომეტრში მდებარეობს. აქ სამანქანო გზა წაჩხურის მონასტრამდე მიდის, საიდანაც კანიონთან 300-მეტრიანი საფეხმავლო ბილიკით მიხვალ. 

ყველაფერი, რაც თხოპრას კანიონზე უნდა იცოდე

საქართველოში ეს ერთადერთი კანიონია, რომელშიც 7 ჩანჩქერია და მათგან ყველაზე მაღალი 55 მეტრი სიმაღლისაა. 

კანიონის სიგრძე 3 კილომეტრამდეა, თუმცა მის ბოლომდე გავლას, გზის სირთულის გამო, 5-იდან 6 საათამდე სჭირდება. 

ხეობას კოლხური ბზების კორომი და ფართოფოთლოვანი ტყე აკრავს, მაღალი წერტილიდან კი ულამაზესი გადმოსახედია მარტვილზე, ჩხოროწყუსა და სენაკზე. 

კანიონსა და მის ჩანჩქერებს ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. 

თხოპრას კანიონის შემდეგ შეგიძლია, სალხინოს დადიანების სასახლესაც ესტუმრო და წაჩხურის მონასტერიც მოინახულო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა