KA
Kabeni Waterfall

კაბენის ჩანჩქერები

თუ საუკუნოვანი ისტორიული ძეგლებისა და მომაჯადოებლად ლამაზი ბუნების ნახვა თბილისის სიახლოვეს გსურს, ერთ-ერთი ასეთი ადგილი დაბა კოჯორია.
რეგიონი
თბილისი
კურორტი
კოჯორი

რას ნახავ დაბა კოჯორში?

კოჯრამდე საავტომობილო გზა მიდის, მანძილი 18 კმ-ია და  საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შესაძლებელია ასვლა. შემდეგ უკვე კოჯორი - კაბენის მონასტერი - კაბენის ჩანჩქერების მარშრუტს დაადგები და, ჯამში, 11 კილომეტრის გავლა მოგიწევს. ბილიკი მარტივი სირთულისაა, თუმცა მარკირებული არ არის. 

გზად IX საუკუნით დათარიღებული კოჯრის ციხე შეგხვდება, რომელიც კოჯრიდან დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ვულკანური წარმოშობის მაღალი მთის წვერზეა დაშენებული. გადმოცემის მიხედვით, ამ ციხეში გარდაცვლილა თამარ მეფე.

ციხის ტერიტორიიდან მოჩანს თბილისისა და მანგლისის მიდამოები, ასევე კუმისის ტბაც. 

აქედან კაბენის მონასტრისკენ ბილიკი ნაწილობრივ ტყეში გადის. მონასტრის ერთ-ერთი ტაძარიც (ნაშთია შემორჩენილი) თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. 

მონასტრის სიახლოვეს კაბენის სამ ულამაზეს ჩანჩქერს ნახავ. ზაფხულის სიცხეში ჩანჩქერების ახლოს გაგრილება ნამდვილად არ გაგიჭირდება.
გაითვალისწინე, რომ, თუ კოჯორში წასვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტ, კოჯრის ციხემდე გზიდან 1.5 კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა