KA

კაიაკინგი სუფსაზე

მდინარე სუფსაზე კაიაკინგის მარშრუტი ერთი სექციისგან შედგება.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

მდინარის სირთულე

სუფსის სექციის სირთულის კატეგორიაა 2, 3.

ადგილმდებარეობა

სოფელი გურისტყე, რომლის სიახლოვესაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე.

მდინარე

მდინარე სუფსა სათავეს იღებს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მ-ზე. სუფსა ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა გურიაში. მდინარის სიგრძეა 108 კმ, საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლებით, სოფელ გრიგოლეთთან შავ ზღვას ერთვის. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ გურისტყესთან, ზღვის დონიდან 270 მ-ზე  და სრულდება სოფელ ბუკისციხეში, ზღვის დონიდან 200 მ-ზე.

სექციის სიგრძეა 4,8 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 70 მ, სირთულის კატეგორია - 2, 3 (რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო დინება, საჭიროებს მანევრირებას).

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე სუფსაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, ივნისის დასაწყისი და ოქტომბერი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ გურისტყემდე ქალაქ ჩოხატაურიდან 12 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა