KA

კაიაკინგი ხობისწყალზე

მდინარე ხობისწყალზე კაიაკინგის მარშრუტი ორი სექციისგან შედგება. ორივე სექცია გამოცდილი კაიაკერებისთვისაა განკუთვნილი. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ჩხოროწყუ

მდინარის სირთულე

ხობისწყლის სექციების სირთულის კატეგორიაა 3-5.

ადგილმდებარეობა

სოფელი მუხური, საიდანაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 293 მეტრ სიმაღლეზე. სოფელი ხობისწყლის ხეობის ზედა ნაწილშია გაშენებული. 

მდინარე

მდინარე ხობისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედზე და კოლხეთის დაბლობზე მიედინება. საზრდოობს წვიმის წყლით. ხობისწყლის მთავარი შენაკადია ჭანისწყალი, რომელიც მარჯვნიდან უერთდება. მდინარის სიგრძეა 150 კმ, ჩაედინება შავ ზღვაში. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება მდინარე ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურთან ახლოს, საავტომობილო გზის დასასრულს, ზღვის დონიდან 612 მ-ზე და სრულდება ლუგელის მინერალურ წყლებამდე, ზღვის დონიდან 340 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა 6 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 272 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები). მარშრუტი გადის ულამაზეს მარადმწვანე ხეობაში; 

მეორე სექცია იწყება ლუგელის მინერალურ წყლებთან, მუხურიდან 4 კმ-ში, ზღვის დონიდან 321 მ-ზე და სრულდება მუხურის დასახლებაში, თაღოვან ხიდთან, ზღვის დონიდან 141 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 9 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 180 მ, სირთულის კატეგორია 3-3+ (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე ხობისწყალზე პირველი სექციისთვის კაიაკინგის თვეებია აპრილ-ივნისი და სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისი;

მეორე სექციაზე კაიაკინგი შესაძლებელია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე;

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია სოფელ მუხურიდან მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა