KA
Kaspi Museum of Local Lore

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

საქართველო უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, სადაც ისტორიულმა არტეფაქტებმა ჩვენს დრომდე მოაღწია და ნამარხებიდან მუზეუმებში გადაინაცვლა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

სად მდებარეობს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი?

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, გიორგი სააკაძის #88-ში მდებარეობს და ის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია. აქ შეგიძლია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნიმუშები, მდიდარი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, ფერწერული ტილოები, რაიონის ცნობილ ადამიანთა არქივები და სხვა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერო.

რა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

მუზეუმი 1960 წლის 22 ივნისს დაარსდა, მისი პირველი ექსპოზიცია კი 1963 წელს გაიხსნა. მუზეუმის ფონდებში 35000-ზე მეტი ექსპონატი ინახება: ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღნებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, კერამიკა, გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსლის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები – ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქრული ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.), სამტუჩა სურა-ოინოქოე (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა