KA

კვერეთი

იმერეთის ულამაზესი მდინარის - პატარა ჩიხურის ხევში ამოხეთქილი გოგირდის წყლები იქვე მდებარე სოფელ კვერეთს უნიკალურ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:50 სთ
ბათუმი
4:05 სთ
ქუთაისი
1:55 სთ

კურორტი კვერეთი

კურორტი კვერეთი ჯერ კიდევ XX საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. აქ სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, პირველი სანატორიუმის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულა.

კვერეთის გოგირდის წყლები კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემისა და სახსრების  სხვადასხვა დაავადების მკურნალია. აქაური გოგირდის წყალი, დალევის გარდა, აბაზანებისთვისაც უნიკალურია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვერეთის გოგირდის წყლებს, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.

ბუნება და კლიმატი

კურორტი კვერეთი უებარი მიკროკლიმატითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია რბილი ზამთარი და ზომიერად ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა +3 გრადუსია, ხოლო ივლისის +20 გრადუსი ცელსიუსით.  

მწვანეში ჩაფლული გარემო, მთებზე შეფენილი ტყეები, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე შესანიშნავია განტვირთვისთვის. მდინარე ჩიხურის ხეობაში უხვადაა პატარ-პატარა წყაროები. 

თავად ჩიხურა ტეხრევის მთაში, ნისლიანას ღელიდან იღებს სათავეს, შემდეგ კი საყდრისის წყალი, დიდღელე, თოლთის წყალი, შქერიანას, სკინტავას, ცოდვიანას, უნიგარას, ბოყსამურას, ჭინჭრის, სალოცავისა და კიდევ უამრავი სხვა ღელე უერთდება. ეს საოცარი სახელები ადგილობრივების მეხსიერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილი და სურთ, კვერეთის უხვწყლიანობის ამბავი ბევრმა გაიგოს. 

აქტივობები

კურორტი კვერეთი საუკეთესო ადგილია რაფტინგისთვის, კემპინგისთვის, ლაშქრობებისთვის, საიდანაც მობრუნებულს კომფორტულ საოჯახო სასტუმროებში დასვენება და უგემრიელესი იმერული სამზარეულოს დაგემოვნება შეგეძლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა