საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ლებარდე

საქართველო გამორჩეულია ფანტასტიკური კლიმატით და ბუნებრივი რესურსებით, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს შესანიშნავი საკურორტო ზონა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ლებარდე, რომელიც, თავისი შესაძლებლობებით, საუკეთესოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საშარდე სისტემის, ანემიისა და სასუნთქი გზების გასაჯანსაღებლად.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:50 სთ
ბათუმი
4:15 სთ
ქუთაისი
2:10 სთ

სად მდებარეობს ლებარდე?

ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

საუკუნეების წინათ მწყემსებმა შემთხვევით თვითდინებით მომდინარე რამდენიმე მინერალური წყარო აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამ წყლებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები ჰქონდა. 

დღეს აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა არ ფუნქციონირებს, თუმცა, ლებარდეს წყლის მიღება, რომლის ტემპერატურა 7-13 °C-ია, მინერალიზაცია კი - 0,6-1,0 გ/ლ, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.   

ლებარდე, როგორც დასვენების ადგილი

ლებარდე სასიამოვნო დასვენების ადგილადაც მიიჩნევა. ველური ბუნება, მთები, მინდვრები და ალპური ტბები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს. ეს ადგილი განსაკუთრებით ლაშქრობების მოყვარულებს იზიდავს. 

ლებარდედან 4 კმ-ში მდინარე ლებარდე მდინარე ტეხურს უერთდება, რომლის კალაპოტიც ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა. ის იდეალურია ჯომარდობის მოყვარულებისთვის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა