კუს ტბასთან არსებული ველოტრასები არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ დამწყები ველომრბოლელებისთვისაც მისაღებია. ამასთანავე, ველომოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები სხვადასხვა სირთულის ტრასებზე მოსინჯონ.
კუს ტბაზე ველოსიპედების ატანა შესაძლებელია საბაგიროს გამოყენებით. საბაგირო ვაკის პარკში, ცენტრალური შესასვლელიდან ხელმარცხნივ, 100 მეტრში მდებარეობს.
კუს ტბიდან თბილისის მშვენიერი ხედები იშლება. აქვეა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიც, რომელშიც საქართველოს ერთგვარი მინიატიურული მოდელია მოწყობილი.
მთავარი აუცილებლობაა, თან გქონდეს საჭირო აღჭურვილობა. ესენია: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
კუს ტბის ველოტრასებზე დაშვება წლის ყველა სეზონზეა შესაძლებელი, მათ შორის - უთოვლო ზამთარიც.