საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ლაშქრობა: მესტია – ჟაბეში

დაბა მესტიის აღმოსავლეთით, მულახის თემში სოფელი ჟაბეში მდებარეობს; რაც შეეხება მესტია-ჟაბეშის მარშრუტს, ის მარტივი და ძალიან ლამაზია. გაივლი უძველეს სვანურ სოფლებს და მთელი გზა პანორამული ხედებით ისიამოვნებ სვანეთის მწვერვალებზე - უშბაზე, თეთნულდსა და გისტოლაზე.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მესტია

დაბა მესტია (1500 მ) ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია და აქედან იწყება სვანეთში ბევრი სალაშქრო მარშრუტიც.

მესტიიდან ჟაბეშამდე 14 კილომეტრია. გზა მდინარე მულხურას ხეობას მიუყვება და გადის მულახის თემის სოფლებს - ჭოლაშს, ლახირს, ჩვაბიანსა და ცალდაშს. დანიშნულების ადგილს 6-7 საათში მიაღწევ. 

ჟაბეში

სოფელი ჟაბეში ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. მარშრუტის უმაღლესი წერტილი გვალდის უღელტეხილია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2000 მეტრია. 

სოფელი მწვერვალ თეთნულდის ძირშია გაშენებული და აქედან ულამაზესი თეთნულდის (4852 მ) ფერდობები კარგად მოჩანს. 

ჟაბეშში ნახავ XI საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. 

სოფელ ჟაბეშში შეგიძლია საოჯახო სასტუმროშიც გაათიო ღამე, სადაც ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით გიმასპინძლებენ და ტრადიციულ სამზარეულოსაც დაგაგემოვნებინებენ. სოფელში საკარვე ადგილებსაც იპოვი.

ჟაბეშიდან დაბა მესტიაში დაბრუნება სამანქანო გზით შეიძლება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა