KA

„მეხუთე სეზონი“ ჯუთაში

სასტუმრო „მეხუთე სეზონი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
ჯუთა

რა დაგხვდება?

აქ ყველაფერია სიმშვიდის, დასვენებისა და კომფორტისთვის. 

ზღვის დონიდან 2300 მეტრზე აშენებული სასტუმრო ბუნებრივად ერწყმის გარშემორტყმულ მთებს. ეზოდან კი საოცარი ხედებია ჭიუხის მასივზე. 

სასტუმროს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სამზარეულო აქვს, სადაც უგემრიელესი ტრადიციული ქართული კერძებითა და სასმლით გაგიმასპინძლდებიან. 

ეზოში, ღია ცის ქვეშ მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები.   

უზარმაზარ, გაშლილ მდელოზე საკემპინგე ადგილებსაც მრავლად იპოვი და შეგიძლია ღამე კარავში გაათიო.

როგორ უნდა მიხვიდე?

სტეფანწმინდიდან ჯუთამდე 20 კმ-ია და ამ გზას დასაფარად სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილი. ჯუთაში პარკინგია, სადაც ავტომობილს დატოვებ. სასტუმრომდე 1 კმ-ს გავლა ფეხით ან ცხენით მოგიწევს, რადგან იქამდე სამანქანო გზა არ მიდის. 

რეკომენდებული სეზონი

სასტუმრო „მეხუთე სეზონი“ სტუმრებს ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე მასპინძლობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა