KA
Nazodelao Cave

ნაზოდელავოს გამოქვაბული

საქართველოს ტერიტორიის 16 პროცენტი კარსტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილებში, ბუნებრივი პირობების გამო, ჭები, უფსკრულები და მღვიმეები ჩნდება. თუ სპელეოტურიზმი გაინტერესებს, საქართველოში ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი მარშრუტია, ხოლო სამეგრელო და, კერძოდ, ჩხოროწყუ ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ჩხოროწყუ

ნაზოდელავოს გამოქვაბულის მდებარეობა და ისტორიული წარსული

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ ახუთის მიდამოებში, მდინარე ზანის ხეობაში, ზღვის დონიდან 290 მეტრზე თავისი პარამეტრებით შთამბეჭდავი, 600 მ სიგრძის ნაზოდელავოს გამოქვაბული მდებარეობს (ზოდელავები მეგრული გვარია, ნაზოდელავო კი ზოდელავების ნასახლარს გულისხმობს). 

გადმოცემის თანახმად, შუა საუკუნეებში ეს მღვიმე ადამიანთა თავშესაფარი იყო. 

გამოქვაბული შესასვლელი დარბაზით იხსნება, რომელიც განტოტვილი დერეფნის ბოლო ნაწილია. მთავარ დერეფანში მოზრდილი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე კი ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. 

გამოქვაბული შეტანილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნუსხაში და ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

ნეზოდელავოს გამოქვაბულთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი ჩხოროწყუა, სადაც ღამის გასათევად დარჩენას შეძლებ.

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი და გქონდეთ სპეციალური აღჭურვილობა.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა