KA

პარაგლაიდინგი საგარეჯოში - ყაზანიანის მთა

ქალაქი საგარეჯო მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდინარე თვალთხევის ნაპირას, ზღვის დონიდან 772 მეტრზე, თბილისიდან 58 კმ-ის დაშორებით. საფრენ მთას კი ყაზანიანი ეწოდება, მისი სიმაღლე 670 მეტრია. ცენტრალური გზიდან მთისკენ გრუნტიანი სამანქანო გზა მიდის. მთაზე ასვლა შეიძლება როგორც სართიჭალიდან, ისე საგარეჯოდან, მაღალი გამავლობის ავტომობილით.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
საგარეჯო

ადგილმდებარეობა

აფრენის წერტილის სიმაღლეა 670 მ, ასაფრენის სიმაღლე 1500-2000 მ, კარგი ამინდის შემთხვევაში შესაძლებელია 3000 მეტრზე მაღლა ასვლა. 

იფრენ მთის სიახლოვეს და ასევე ალაზნის ველის თავზე. დასაჯდომი წერტილი გზის პირას ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა. ასევე შესაძლებელია ასაფრენ მთაზევე დაასრულო ფრენა. 

ფრენის ხანგრძლივობა 14-იდან 30 წუთამდეა. 

სეზონი

საგარეჯოში ყაზანიანიდან ფრენა შესაძლებელია გვიან გაზაფხულიდან შემოდგომის შუა რიცხვებამდე. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ. 

აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა