KA
Tskaltubo Sanatorium – “Tskaltubo Spa Resort”

სანატორიუმი წყალტუბო - „წყალტუბო სპა რეზორტი“

კურორტ წყალტუბოზე ბევრ საოცარ ფაქტს გაიგებ, თუმცა პირველი, რასაც მასზე საუბრისას ახსენებენ, დიდებული სანატორიუმებია. ერთ-ერთი ასეთია წყალტუბოს სამკურნალო სანატორიუმი, იგივე „წყალტუბო სპა რეზორტი“, რომელიც 16 ჰექტარზე გაშლილი უმშვენიერესი ტყე-პარკის ტერიტორიაზე ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

რას გთავაზობს სანატორიუმი წყალტუბო - „წყალტუბო სპა რეზორტი“?

თაღოვანი არქიტექტურით, კეთილმოწყობილი ინტერიერით, გარე აუზითა და მწვანე ბუნებით, სანატორიუმი ნებისმიერს შეუქმნის სასიამოვნო განწყობას. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისგან ფეხით 5-6 წუთის სავალზეა სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა ცენტრის №6 წყაროც. შენი გულის, სისხლძარღვების, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისა და კანის ჯანმრთელობაზე აქ ნამდვილად იზრუნებენ.

როგორც სანატორიუმში, ისე მთლიანად კურორტ წყალტუბოში ყველაფერი დაგხვდება, რაც ფიზიკური გაჯანსაღებისა და კომფორტულად დასვენებისთვის არის საჭირო. აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებისა და წიწვოვანი ტყის ჰაერის დახმარებით კი შეძლებ აღიდგინო ენერგია, განიტვირთო და მშვიდად გაატარო დასვენების დღეები.

თუმცა წყალტუბო მხოლოდ სამკურნალო წყლები არ არის. აქაც და მის ირგვლივაც ბევრი ღირსშესანიშნაობაა - ცივი ტბა, თეთრა მღვიმე, წყალტუბოს პარკი, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, ასევე პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და არაერთი სხვა ადგილი, რომლებიც დასვენებას მშვენიერ შემეცნებით თავგადასავლადაც გიქცევს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა