KA
Argo Cable Car

საბაგირო გზა „არგო“

სიმაღლიდან დანახული სილამაზე სულ სხვანაირი შთაბეჭდილებებით აგავსებს, ამიტომ, თუ გსურს მსგავსი გამოცდილება მიიღო და ბათუმი მთლიანობაში აღიქვა, საბაგირო გზა „არგო“ აუცილებლად უნდა გამოიყენო.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

ოცი რვაადგილიანი გონდოლა, სულ რაღაც, 15 წუთში დაფარავს 2586-მეტრიან დისტანციას ბათუმიდან ანურიის მთამდე და შესაძლებლობას მოგცემს, ბათუმის, შავი ზღვისა და ირგვლივ აღმართული მთების პანორამით ზღვის დონიდან  250 მეტრ სიმაღლეზე დატკბე. 

კულტურულ-გასართობი კომპლექსი „არგო“, რომელიც ისტორიული ხომალდის „არგოს“ კონცეფციითაა აშენებული, ღია დარბაზებს, სავაჭრო ობიექტებს, კაფეებსა და რესტორნებს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალური ხედების თვალიერება უგემრიელესი ქართული კერძებისა და ღვინოების თანხლებით შეგეძლება.  

ზაფხულობით, ყოველ ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, 12:00 საათიდან ორი საათის განმავლობაში „არგოში“ფორტეპიანოზე შესრულებული კლასიკური მუსიკის დროა, 20:00 საათიდან კი ეროვნულ ცეკვებსა და მრავალხმიან სიმღერებს შემოგთავაზებენ; ასევე, საბრძოლო ხელოვნებისა და ცეკვის მასტერკლასებიც გაიმართება.

„არგო“ უნიკალურ ქართულ ანბანთან ზიარების შესაძლებლობასაც გაძლევს - ლათინური ეკვივალენტით განთავსებული ქართული ასოებით სასურველი ქართული სიტყვის აწყობა ინტერაქტიურ ფოტოსტენდზე შეგეძლება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა