KA
The National Museum of Georgia

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი

რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი მუზეუმია. აქ დაცულია თითქმის ყველა ეპოქის ნიმუშები როგორც საქართველოდან, ისე კავკასიის სხვა ქვეყნებიდან, მის საცავებში ინახება ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მნახველის თვალწინ ცოცხლდება ძველი და ახალი ისტორიის ფურცლები. 

მუზეუმი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, XX საუკუნის 20-იან წლებში გაიხსნა. დღეს აქ თავმოყრილია საქართველოს, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი მასალა; დაცულია უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე, შუა საუკუნეების საქალაქო ყოფისა და ცხოვრების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველი მასალები, ეთნოგრაფიული კოლექციები, უნიკალური ძეგლები, ნუმიზმატიკური მასალა... 

უმდიდრესი ფონდი - წიგნადი დოკუმენტები XVI საუკუნიდან დღემდე, საეკლესიო ნაბეჭდი წიგნები, 1709 წელს მეფე ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი სახარებები, მხატვრული ლიტერატურა, XIX საუკუნის პერიოდიკა და სხვა ნიმუშები ინახება მუზეუმის ბიბლიოთეკაში. პერიოდული თემატური გამოფენები იმართება მუზეუმის თანამედროვე საგამოფენო სივრცეში.

ამ ენციკლოპედიური მუზეუმის ეზოში მოწყობილია საგანმანათლებლო სივრცე, მუშაობს კაფე და წიგნების მაღაზია. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა