საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Sakhizari Cliff Natural Monument

სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი

როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, მიხვდები, რომ ბუნებას სასწაულების მოხდენა ნამდვილად შეუძლია, რადგან აქ განუმეორებელი სილამაზის შედევრებს საკუთარი თვალით იხილავ. ერთ-ერთი ასეთი საოცრებაა სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონის მიდამოებში, ზღვის დონიდან 3136 მეტრზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
რეგიონი
სტეფანწმინდა

რას წარმოადგენს სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი?

სახიზარი ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც მთა ქაბარჯინაზე წარმოიქმნა. 

ქაბარჯინა 3141 მეტრის სიმაღლის, თვალწარმტაცი კლდოვანი მასივის სახით წარმოდგენილი ჩამქრალი ვულკანია ხევის კავკასიონზე - საქართველოს ჩრდილოეთ კალთაზე.  

საუკუნეების წინათ, ომიანობის პერიოდში, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ამ კლდეებში იხიზნებოდა. ამიტომაც ეწოდება კლდეს სახიზარი. 
მთის ფერდობებზე მარადმწვანე „ალპური ვარდის“ ბუჩქები იზრდება, რომლებსაც მოვარდისფრო-მოწითალო ფერის ზანზალაკისებრი ლამაზი ყვავილები აქვს.

ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი სიონია, რომელიც თბილისიდან 144 კმ-ით არის დაშორებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა