საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

სიონი

თუ ბუნებაში დასვენება, ტყეში კენკრისა და სოკოს კრეფა, ტბაზე თევზაობა და ლაშქრობები გხიბლავს, მაშინ შენი მასპინძელი კურორტი სიონი იქნება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:20 სთ
ბათუმი
6:20 სთ
ქუთაისი
4:10 სთ

რით არის გამორჩეული სიონი?

სიონი საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. ამ კურორტის უპირატესობა თბილისთან სიახლოვე (თბილისიდან სიონამდე 45 კმ-ია), ულამაზესი ბუნება და ჯანსაღი გარემოა, რომელსაც ტბის, მთისა და ტყის ერთიანობა ქმნის. 

სიონის წყალსაცავი, იგივე სიონის ტბა, 1963 წელს მდინარის წყლის რეგულირების მიზნით შეიქმნა. ამ პროცესში ტბაში ჩაძირვას V საუკუნის ბაზილიკა გადაურჩა, რომელიც წყალსაცავის მშენებლობის დროს დაშალეს და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს. 

ტბაში წყლის ტემპერატურა თებერვალში 2,7°C-ია, აგვისტოში კი საბანაო ტემპერატურა 21,7°C-მდეა; წყალსატევის ფართობია 12,8 კმ²,  სიღრმე კი - 67 მეტრი.

აქაურობა ძალიან უყვართ თევზაობის მოყვარულებს. წყალსაცავს წყლით მდინარე იორი ამარაგებს, ამიტომ აქ უამრავი სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის: საზანი, კობრი და სქელშუბლა.

სიონში კლიმატი ზომიერად ნოტიოა. ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხულში კი დღისით ზომიერი სიცხეა, საღამოს - სასიამოვნო სიგრილე. 

სიონში ბევრი დამსვენებელი ადის. ეს კი, აქაურ ლამაზ ბუნებასთან ერთად, განსხვავებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების ატმოსფეროს ქმნის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა