მთლიანი დრო - 4 საათი
მანძილი - 9000 მეტრი
ასვლის ვერტიკალი - 850 მეტრი
პერიოდი - 1 დეკემბრიდან - თებერვლის ჩათვლით
მარშრუტი ბახმაროში იწყება. უჩხუბის ქუჩას ფაფარასკენ გაუყვები, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მდინარე ბახვისწყლის სამხრეთ მხარეს. მარშრუტი ქედის სამხრეთით მიემართება და შემდეგ მაღალ ხეობაში მარჯვნივ გადადის. უმაღლეს წერტილამდე მისასვლელად ქედს დასავლეთისკენ უნდა გაუყვე. უმაღლესი წერტილია საყორნიის მთის წვერი, ზღვის დონიდან 2755 მეტრი. მთიდან დაშვება აღმოსავლეთით დიდი ფაფარასკენ ხორციელდება. უკან დაშვებისთვის კი 1-1.30 საათი საკმარისია.
მარშრუტზე წასვლამდე სასურველია, გამოცდილი გიდი აიყვანო, რომელიც სრიალისთვის მთის მზაობას განსაზღვრავს, სასრიალოდ სწორ ტრაექტორიას შეარჩევს და ზვავსაშიშროებას გამორიცხავს. გიდმა აღჭურვილობაც უნდა შეამოწმოს და დაშვებამდე ინსტრუქტაჟიც ჩაგიტაროს. სკიტურის ნებისმიერ მარშრუტზე გამოცდილ გიდთან ერთად სრიალი გაცილებით უსაფრთხო და სასიამოვნოა.
იმ შემთხვევაში, თუკი საზვავე აღჭურვილობაში დანაკლისი გექნება, ბახმაროში შეგიძლია შემდეგი ნივთებიც იქირაო: ბიპერი, ზონდი, საზვავე ზურგჩანთა, ნიჩაბი, ქამუსი და ჯიპიესი.
გაითვალისწინე, რომ ბახმაროში ზამთარში ტემპერატურა + 14 გრადუსს აღწევს.