საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

სკიტური სიონის ხეობაში

სიონის ხეობის სკიტურზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
სიონი

საწყისი წერტილი: 1860  მეტრი

უმაღლესი წერტილი: 2860 მეტრი

ვერტიკალი: + - 1050 მეტრი

ადგილმდებარეობა

სოფელი სიონი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1860 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზეა გაშლილი. სოფელი სტეფანწმინდის ცენტრიდან - 9, გუდაურიდან - 26, თბილისიდან კი 129 კმ-შია. 

სიონიდან მდინარე ტერხენას ხეობაში შევდივართ, საიდანაც საუკეთესოდ მოჩანს ბუნების ძეგლი - სახიზარის კლდე, რაც ამ მარშრუტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს; მოჩანს, აგრეთვე, მყინვარწვერი. სოფელში კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი გვხვდება. 

მარშრუტი 

მარშრუტი სოფელი სიონიდან იწყება. სოფლის ბოლოში შეგვიძლია ტრანსპორტი დავტოვოთ და ტერხენას ხეობისკენ დავიძრათ. სწორ რელიეფზე სავალი გზა 2 კმ სიგრძისაა. აქედან შევუდგებით ქედზე ასვლას. 

1050 ვერტიკალური მეტრის ავლის მერე, დაშვებას ვიწყებთ ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლიდან. სოფლისკენ იმავე ტრაექტორიით ვეშვებით, როგორითაც ამოვედით.

მთლიანობაში, მარშრუტის სიგრძე 8 კილომეტრია. 

რა უნდა გაითვალისწინო

ამ მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან აპრილის ბოლომდე. 

დაბინავებას შეძლებ გუდაურისა და სტეფანწმინდის სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში.  

სასტარტო ადგილამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება. 

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა