KA

ტიბაანი

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, ალაზნის ველზე ისტორიული სოფელი ტიბაანი მდებარეობს, რომლის ძველი სახელწოდებაა ხირსა. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:10 სთ
ბათუმი
7:35 სთ
ქუთაისი
5:25 სთ

ტიბაანის შესახებ

ტიბაანი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი, ხირსის მონასტერია. ის VI საუკუნის შუა ხანებში საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთმა მქადაგებელმა, ასურელმა მამამ სტეფანე ქიზიყელმა დააარსა. ძეგლი არაერთხელ დაზიანებულა მტრის შემოსევებისას და VIII-IX, XI და XVI საუკუნეებში აღუდგენიათ. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ტიბაანში განვითარებულია მესაქონლეობა და მევენახეობა. 

სოფელი განსაკუთრებით ცნობილია ღვინო „ტიბაანით“, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და მხოლოდ ტიბაანის მიკროზონაში დაკრეფილი რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან იწარმოება. „ტიბაანი“ უმაღლესი ხარისხის ქარვისფერი მშრალი ღვინოა, რომელსაც არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. 

ტიბაანში შეგიძლია უგემრიელესი რძის ნაწარმიც დააგემოვნო - კერძოდ, სხვადასხვა სახეობის ყველი, რომლებიც საფერავში, თათარაში, აჯიკაში, თაფლში,  პიტნაში, კენკრაში თუ სხვა მეთოდებით არის დავარგებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა