KA

ურეკი - მაგნიტური ქვიშით გამორჩეული კურორტი

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ურეკი პატარა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტია. მისი, სულ რაღაც, 1,5-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი მაგნიტური ქვიშითაა დაფარული, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:30 სთ
ბათუმი
0:55 სთ
ქუთაისი
1:40 სთ

ურეკის დანიშნულება და სამკურნალო თვისებები

ურეკის ქვიშა მცირე ინტენსივობის მქონე ბუნებრივ მაგნიტურ ველს ქმნის, რასაც საუკეთესო სამკურნალო ეფექტი აქვს - განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის. 

ურეკის ქვიშის ძირითადი მინერალებია: მაგნეტიტი (5%), ტიტანომაგნეტიტი (4,5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%) და სხვა. 

ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ქსოვილების კვება უმჯობესდება. აგრეთვე, მექანიკურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. 

კურორტ ურეკში სამკურნალო ეფექტი აქვს არა მხოლოდ ქვიშიან სანაპიროს, არამედ ზღვის წყალსა და ჰაერსაც. ზღვის წყალი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ზღვის ჰაერს კი ახასიათებს მაღალი ხარისხის იონიზაცია, რაც ააქტიურებს ერითროციტების მუშაობას. შედეგად ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება მეტაბოლიზმი. იონიზაციის დამსახურებაა ისიც, რომ ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.

ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა