KA
Tbikeli Lake

ტბიყელის ტბა

საქართველოში შეხვდები ტბას, რომელიც გულის ფორმისაა და ბუნების ეს განსაკუთრებული სიყვარულის გზავნილი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2218 მეტრზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მას ტბიყელი ეწოდება და ძველად „ზღვის მოსაწყვეტელსაც“ ეძახდნენ, რადგან იქიდან ზღვის სანაპიროც კარგად ჩანს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქობულეთი

ტბიყელის ტბის ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით, ტბიყელში უცნაური ცხოველი ბინადრობდა, რომელიც ყოველდღე წყლიდან ამოდიოდა და მდელოზე გამოშვებულ ხარს ერკინებოდა. დაღლილი ხარის შემხედველი პატრონი ცხოველს ჩუმად გაჰყოლია უკან და ყველაფერი დაუნახავს, შემდეგ ხარი საბალახოდ რქებზე დამაგრებული მახვილითაც გაუშვია, მაგრამ უცნაური ცხოველი ტბიდან აღარ ამოსულა. მის მოსაძებნად ადგილობრივებს ტბის დაშრობა უცდიათ, თუმცა ყოველ ჯერზე კოკისპირული წვიმა მოდიოდა და ტბას წყალი არ აკლდებოდა. ხალხს ეს ღვთის ნიშნად მიუჩნევია და განზრახვაზე ხელი აუღია. 

რატომ უნდა მოინახულო ტბიყელის ტბა?

ახლა ტბიყელში, რომლის სიღრმე 20 მეტრს აღწევს, წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. მის სანახავად, ქობულეთის მთებს შორის მოქცეულ ამ ჯადოსნურ ტბაზე მოსასვლელად და გულიანი ფოტოების გადასაღებად შეგიძლია, საფეხმავლო ან საცხენოსნო 14-კილომეტრიანი ბილიკით ისარგებლო, რომელიც ხინოწმინდიდან იწყება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა