აქაურობას სახელი წნორი, გადმოცემით, მცენარე წნორის მიხედვით დაერქვა, რომელიც საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა - ამ ტერიტორიაზე სწორედ წნორის ტყეები ყოფილა გავრცელებული.
ისტორიულ წყაროებში პირველად 1580 წელს იხსენება, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ს ბრძანებაში, როგორც სანადირო ადგილი.
თუმცა ამ ტერიტორიაზე დასახლების კვალი უფრო შორსაც მიდის - წნორთან ახლოს, ალაზნის ველზე ქართველმა არქეოლოგებმა 1974 წელს მონუმენტური მდიდრული სამარხი აღმოაჩინეს.
წნორის სამარხის ნივთებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ლომის ოქროს ფიგურა, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს ნივთი მცირე პლასტიკის გამორჩეული ნიმუშია და ასეთი ადრეული ხანის ნაკეთობებს შორის მას ანალოგი ჯერჯერობით არ მოეძებნება