KA
Kobuleti Nature Reserve

ქობულეთის ნაკრძალი

საქართველო მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და გასაოცარი, თვალისმომჭრელი პეიზაჟებით, თუმცა ის, რასაც ამ ადგილას იხილავ, ნამდვილად გამორჩეული გამოცდილება იქნება, რადგან ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტორფნარით დაფარული ჭაობი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქობულეთი

როგორ მოვხვდეთ ქობულეთის ნაკრძალთან?

ტორფნარი ქობულეთის პლაჟიდან 2 კილომეტრშია და იქამდე მისასვლელად დიდი დრო არ დაგჭირდება. ეს დაცული ტერიტორიაა და სიარულისას ტორფნარი რომ არ დაზიანდეს, ნაკრძალის შესასვლელში ჭაობის თხილამურები უნდა იქირაო. ტორფნარზე სამი მარშრუტია და ყველა ბილიკი მონიშნულია, რომ გზა არავის აერიოს. 

ქობულეთის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა

პალიასტომის ტბის მსგავსად, ქობულეთის დაცული ტერიტორიაც საკმაოდ კარგი ადგილია გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად და ამისთვის საუკეთესო პერიოდი ზაფხული და შემოდგომაა. ამ პერიოდში ქობულეთში ამინდიც განსაკუთრებით ხელსაყრელია. 

აღსანიშნავია, რომ აქაური უნიკალური მცენარეები საქართველოში სხვაგან არ შეგხვდება: ყვითელი და თეთრი დუმფარები ტორფნარის ხალიჩაზე საოცარ ორნამენტებს ქმნის. აქ თეთრი ხავსის 4 მეტრი სიმაღლის გუმბათებსა და მწერიჭამია დროზერასაც ნახავ. თუ გაგიმართლა, ქობულეთის ნაკრძალში შეიძლება ჭაობის კუ საკუთარი თვალით იხილო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა