KA
The Black Lake

შავი ტბა

თუ სათავგადასავლო ტურიზმისა და პიკნიკების მოყვარული ხარ, „შავი ტბა“ აუცილებლად უნდა ნახო. მწვანეში ჩაფლული ეს სილამაზე გოდერძის უღელტეხილიდან 11,5 კილომეტრში, მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

ტბას გარშემო ალპური ტყე და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეები აკრავს. სამანქანო გზის არარსებობის გამო, „შავი ტბა“ ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და მოსახერხებელი ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასავლო ტურის მოყვარულებისთვის.

„შავ ტბასთან“ მისვლა ორი გზითაა შესაძლებელი: გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბა - ალმის იაილები - კილომეტრნახევრიანი ტყის მასივით ან სოფელ დანისპარაულიდან - დიდაჭარის იაილები - ალმის იაილები და ტყით გადასვლა დანიშნულების ადგილამდე.

ტბამდე მისასვლელი გზა ტყის მასივზე გადის, რომლის დაფარვა მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს - „შავი ტბის“ სახით შენს ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი გაჩნდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა